საქართველოს ადგილი მსოფლიო რუკაზე – როგორ გამოსახავდნენ საქართველოს ძველ, ან ანტიკურ რუკებზე

საქართველოს ადგილი მსოფლიო რუკაზე წლების განმავლობაში იცვლებოდა. წიგნი „Georgia on Maps“ განკუთვნილია ფართო აუდიტორიისთვის – როგორც ისტორიკოსებისა და კარტოგრაფიის მოყვარულთათვის, ასევე მათთვის, ვისაც აინტერესებს, თუ როგორ გამოსახავდნენ საქართველოსა და კავკასიას ძველ, ან ანტიკურ რუკებზე.

ძველი რუკებისადმი ინტერესი ხშირად მხოლოდ კონკრეტულ მომენტში მათზე გამოსახული საზღვრებითა და პოლიტიკური კონტექსტით შემოიფარგლება. ეს წიგნი კი პირველი მცდელობაა, რეალურად გამოიკვლიოს, როგორ იყო წარმოდგენილი საქართველო კარტოგრაფიის განვითარების მთელი პერიოდის განმავლობაში.

წიგნი ინგლისურ ენაზეა და შესანიშნავი საჩუქარი იქნება, როგორც ქართველი, ასევე არაქართულენოვანი მკითხველისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები