ხელნაწერებში დაცული რეცეპტების კვლევის შედეგების პრეზენტაცია

სამედიცინო ხელნაწერებში მოცემული რეცეპტების მიხედვით, ჭარხლის (Beta vulgaris) ფოთლების გამოყენებით შემუშავებული ფარმაცევტული პრეპარატის პროტოტიპის (BVLP) შესწავლის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

კვლევის შედეგების გაცნობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის კლინიკამდელი ფარმაკოლოგიური კვლევის დეპარტამენტში შედგა. პრეზენტაცია  კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტის “სამედიცინო და ვეტერინარული ხელნაწერები საქართველოსა და უცხოეთის სიძველეთსაცავებში” ფარგლებში დაიგეგმა.

პროექტი “სამედიცინო და ვეტერინარული ხელნაწერები საქართველოსა და უცხოეთის სიძველეთსაცავებში” ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.