ლიზა ბათიაშვილმა ახალი ალბომი ”City Lights” გამოუშვა

გერმანიაში მცხოვრებმა ქართველმა მევიოლინემ ლიზა ბათიაშვილმა ახალი ალბომი ”City Lights” გამოუშვა. 

‘’ აი, როგორც იქნა!  ძალიან მოხარული ვარ გაგიზიაროთ ჩემი ახალი ალბომის ” City Lights’’ – ის გარეკანი. ეს იყო ყველაზე რთული, პერსონალური და განსხვავებული მუსიკალური მოგზაურობა, რაც კი ოდესმე მინახავს. მადლობა არაჩვეულებრივ, განსაკუთრებულ სტუმრებს.’’- წერს ლიზა ბათიაშვილი თავის Facebook-გვერდზე.

სტუმრების რანგში კი ქეთი მელუა, გერმანელი ჯაზ-მუსიკოსი ტილ ბრენერი, გიტარისტი მილოშ კარადაგლიჩი, გერმანელი ვიოლონჩელისტი მაქსიმილიან ჰორნუნგი, ბერლინის რადიოს სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და ნიკოლოზ რაჭველი არიან.

ლიზა ბათიაშვილი ჰამბურგის მუსიკალურ სკოლაში სწავლობდა. ჟან სიბელიუსის სახელობის მევიოლინეთა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული და ბეთჰოვენის ფესტივალის ლაურეატი — ბეთჰოვენის ბეჭდის მფლობელი არის. ლიზა მსოფლიოს სხვადასხვა სიმფონიურ ორკესტრებთან თანამშრომლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.