”არ გვეშინია” – მოხალისე სტუდენტები ხალხის დასახმარებლად მზად არიან

თსსუ პათოლოგები  თავის სოციალურ გვერდზე მოხალისე სტუდენტების სტატუსს აქვეყნებს, რომლებიც მზად არიან ადამიანებს დახმარება გაუწიონ. გთავაზობთ ამ სტატუსს უცვლელად.

‘’მოკლედ, ძალიან, ძალიან მაგრები ხარათ თითოეული ქართველი მედიცინის წარმომადგენელი ამ წამს! დღეს, სინათლის სისწრაფით შეივსო პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმ განყოფილებაში მუშაობის მსურველ ადამიანთა, სტუდენტთა სია, რომელიც მზადაა დაეხმაროს ნებისმიერ ადამიანს საჭიროების, საშიშროების, ეჭვის შემთხვევაში და დარწმუნებული ვარ სურათებში მოცემული ჩემი დიალოგიც მსგავსია მათი დიალოგების ოჯახის წევრებთან,  მაგრამ არ გვეშინია, თქვენთან ვართ მთელი ჩვენი ადამიანობით და არ უნდა შეშინდეთ არც თქვენ, თსსუ პათოლოგები ამჯერად ყოველგვარი ირონიის გარეშე და ყოვლად ადამიანური ღიმილით, მთელი ქართული მედიცინის სახელით ჯანმრთელობას გისურვებთ.’’

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები