დემნა გვასალიას შოუ VOGUE-ს რეიტინგში მესამე ადგილზეა
ცნობილმა გამოცემამ, VOGUE-ს 2020 წლის გაზაფხულის კოლექციის შოუების ნახვადობის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც Chanel-ისა და Saint Laurent-ის შემდეგ, მესამე ადგილს Balenciaga-ს მოდის სახლის მიერ ჩატარებული შოუ იკავებს.
დემნა გვასალიას მიერ შექმნილმა კოლექციამ და ჩვენებამ, რომელიც ნახევრად დატბორილ პოდიუმზე გაიმართა, მალევე დაიმსახურა კრიტიკოსების მოწონება და რეიტინგში ისეთ ცნობილ მოდის სახლებს გადაუსწრო, როგორებიც არიან გუჩი, ლუი ვიტონი, კრისტიან დიორი, პრადა და მარკ ჯეიკობსი.