ჩინეთის პროვინცია საქართველოს კორონავირუსის სწრაფი გამოვლენის ტესტებს უსასყიდლოდ გადასცემს 

ჩინეთის პროვინცია საქართველოს კორონავირუსის სწრაფი გამოვლენის ტესტებს უსასყიდლოდ გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ავრცელებს: 

“ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და სიჩუანის პროვინციის მთავრობას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, ჩინურმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება შესაბამისი აღჭურვილობით, დაახლოებით 420 ათასი აშშ დოლარის ღირებულების კორონავირუსისა და ასევე, სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენი 1000 (ათასი) ცალი სწრაფი ტესტის საქართველოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ”,- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თუმცა, როგორც ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, ტესტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სერტიფიკატი ჯერ არ მიუღია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები