ისტორია და ისტორიები მხოლოდ ქართული სლაიდერი

“…ჩემი დედა ვაჩუქე და მისი მკვდარი დედა გავუცოცხლე”- ნოდარ დუმბაძე და გურჯი ბიჭი 

ჩემს ოჯახში ერთი უძვირფასესი წიგნი ინახებოდა. ეს წიგნი გოგებაშვილის “დედა ენა” გახლდათ, რომლითაც დედაჩემი სწავლობდა და რომელსაც მე მიკითხავდა ბავშვობაში, ვიდრე სკოლაში წავიდოდი. იმიტომ კი არა, რომ დედა ენის გაჭირვება იყო ჩვენს ოჯახში, არა იგი შელოცვილი აკვანივით გადადიოდა მამიდან შვილზე და ისე იყო გაცრეცილი, ფურცელ-ფურცელ დაშლილი და ათასჯერ დაკაბადონებული, რომ ძალაუნებურად მოითხოვდა უაღრესად სათნო მოპყრობას. სწორედ ეს “დედა ენა” წავიღე თან, ქართველ მწერალთა ჯგუფთან ერთად თურქეთში რომ გავემგზავრე.

ქალაქ ბურსაში ერთი შავთვალწარბა ბიჭი მომიახლოვდა, ოდნავ კეხიანი ცხვირი ჰქონდა და ნაფოტივით თხელი იყო, ეკალათი და ცივი მჭადით გაზრდილ გურულ ბიჭს ჰგავდა და არც მოვტყუებულვარ.
გურჯი ვარ! – მითხრა.

თარჯიმანი გვეხმარებოდა საუბარში.
– ქართული რატომ არ იცი? – ვუსაყვედურე.
ნენეი მომიკვდა! – იმართლა თავი.

ეს ორი ქართული სიტყვა ისე მითხრა, ტირილი მომინდა.
სასტუმროში წავიყვანე და ის ჩვენი ოჯახის განძი “დედა ენა” ვაჩუქე.
– შენია, წაიღე, ოღონდ ისწავლე, – ვთხოვე.

თავი დამიქნია, გამიღიმა და წაიღო, წაიღო და ისეთი გრძნობა დამრჩა, თითქოს ჩემი დედა ვაჩუქე და მისი მკვდარი დედა გავუცოცხლე.

ნოდარ დუმბაძე 

სხვა სიახლეები

“პანიკა მხოლოდ ფეისბუქზეა – ქუჩაში ცხოვრება ჩვეულებრივად მიედინება”

Editor

ნეტო ბენდელიანის ნააზრევი – ახალგაზრდობა, როგორც ხვალინდელი დღე და მომავლის პერსპექტივა

Editor

ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ გრძელი სია ცნობილია

Editor

“მე ლუგარის თანამშრომელს ფულს არ გამოვართმევ…”

Editor

თათია ახალაია GIVENCHY- ს ვიდეოში

Editor

როგორ დავიმახსოვროთ შუქნიშნის ფერები

Editor