მოქმედების ახალი წესები იტალიის მთელ ტერიტორიაზე- რა უნდა გაითვალისწინონ ქართველმა ემიგრანტებმა 

“La Gazzetta Ufficiale” – მ გამოაქვეყნა პრემიერ-მინისტრის ბრძანებულება – „მე ვრჩები სახლში“, რომელიც 10 მარტიდან ამოქმედდა და 3 აპრილამდეა ძალაში. მოქმედების წესები იტალიის მთელ ტერიტორიაზე:

ყველა სახის საზოგადოებრივი შეკრება მკაცრად იკრძალება საჯარო ადგილებში ან საზოგადოებისთვის ღია ადგილებში.

❌ ადამიანების ყველა გადაადგილება თავიდან უნდა იქნას აცილებული, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
⭕ დოკუმენტურად დასაბუთებული სამსახურებრივი საჭიროება;
⭕ საგანგებო სიტუაციები;
⭕ ჯანმრთელობის მიზეზები;
⭕ სახლში ან რეზიდენციის ადგილას დაბრუნება!

ყველა ღონისძიება და სპორტული შეჯიბრი იკრძალება, გარდა დახურული კარების მიღმა საერთაშორისო შეჯიბრებებისა;

დასაშვებია სპორტული ვარჯიში გარეთ, იმ პირობით, რომ ყოველთვის და ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანები შეინარჩუნებენ ერთმანეთისგან 1 მეტრის დისტანციას;

ვისაც სხეულის ტემპერატურა 37,5 ° C- ზე მაღალი აქვს, “მკაცრად რეკომენდირებულია” სახლში დარჩენა;

ვინც თვითიზოლაციაშია, უნდა დარჩეს სახლში;

ორგანიზაციებმა ხელი უნდა შეუწყონ თავიანთ თანამშრომლებს შვებულებაში გასვლასა და დასვენებაში;

ყველა სათხილამურო კურორტი დაკეტილია;

გაუქმებულია ყველა კულტურული, რელიგიური, სპორტული, გასართობი და სავაჭრო ღონისძიება;

ბავშვთა აღზრდის ცენტრებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში ყველა საქმიანობა შეწყვეტილია;

ყველა სამოქალაქო და რელიგიური ცერემონია, მათ შორის დამკრძალავი პროცესია, შეწყვეტილია;

ბარებსა და რესტორნებში საქმიანობა ნებადართულია დილის 6 საათიდან 18 სთ-მდე, იმ პირობით, რომ ყოველთვის და ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანები ერთმანეთისგან 1 მეტრის დისტანციას დაიცავენ;

დაიშვება ყველა სხვა კომერციული საქმიანობა იმ პირობით, რომ ყოველთვის და ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანები ერთმანეთისგან 1 მეტრის დისტანციას დაიცავენ;

კვირის ბოლოს საშუალო და დიდი მაღაზიები (მაგალითად, სავაჭრო ცენტრები, სუპერმარკეტები და ბაზრები) დაიხურება;

სპორტული დარბაზი, სპორტული ცენტრები, საცურაო აუზები, სპა ცენტრები და გამაჯანსაღებელი კურორტები, რეკრეაციული და საზოგადოებრივი ცენტრები დაიხურება;

მართვის მოწმობის ყველა გამოცდა შეჩერდება.

ვიდეოზე, რომელსაც იტალიაში მცხოვრები ქართველი, მარი ქავთარაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს, ჩანს, თუ როგორ მოუწოდებს პოლიცია ადგილობრივებს სახლში დარჩენისაკენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.