დღეს სტრასბურგში ელდარ შენგელაიას და თამაზ მელიავას “თეთრ ქარავანს” აჩვენებენ
სტრასბურგში ქართული ფილმების რეტროსპექტივა მიმდინარეობს – კვირეული ქალაქის უძველეს კინოთეატრში ტარდება.
დღეს სტრასბურგში ელდარ შენგელაიას და თამაზ მელიავას ფილმ “თეთრ ქარავანს” აჩვენებენ.
ელდარ შენგელაიას და თამაზ მელიავას ფილმი “თეთრი ქარავანი” 1964 წელს კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობდა, 55 წლის შემდეგ კი ფილმი კანის კინოფესტივალს უბრუნდება!
“თეთრი ქარავანი” სექციაში Cannes Classics იქნება ნაჩვენები.
ფილმის გადაღება 3 წლის მანძილზე გრძელდებოდა. “თეთრი ქარავანის” სცენარზე მერაბ ელიოზიშვილი მუშაობდა, ხოლო ოპერატორი კი ტიტო კალატოზიშვილი იყო. ფილმში მთავარ როლებს სპარტაკ ბაღაშვილი, დოდო აბაშიძე, არიადნა შენგელაია და იმედო კახიანი ასრულებენ.