”ერთი ადამიანისთვის ეს ბევრზე ბევრია გადასატანად და დაუჯერებელიც…”

“სად არ მათრიეს, სად არ გადამაგდეს, სად არ მაწვალეს. ყველაფერს რომ ჩავყევი და გავიხსენე, თვითონ განვცვიფრდი, ნუთუ ყოველი მე მხვდა წილად… ჩემს თავზე მძიმე ზღაპარმა გადაიარა. ერთი ადამიანისთვის ეს ბევრზე ბევრია გადასატანად და დაუჯერებელიც…”- ამ სიტყვების ავტორი ქართველი მწერალი და დისიდენტი ლევან გოთუა გახლავთ, რომელიც 1905 წლის 10 მარტს დაიბადა.

ლევან გოთუა თბილისის დამცველთა რიგებში იდგა, 1924 წლის აჯანყების მონაწილე იყო, იგი რამდენჯერმე დააპატიმრეს და საკონცენტრაციო ბანაკშიც მოუწია ყოფნა. 22 წელი პატიმრობაში გაატარა, მაგრამ მაინც ვერ გატეხეს.

მიუხედავად ამისა მისი წიგნები გამოიცა, თუმცა პატარა ტირაჟით. არასდროს მიუღია სამთავრობო ჯილდო, რადგან კომუნისტურ პარტიაში არ გაწევრიანდა. მის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებს ‘’გმირთა ვარამს“ წინასიტყვაობაც კი არ აქვს, რადგან მოერიდნენ იმ კაცის შექებას, რომელმაც რო­მა­ნი საბ­ჭო­თა კო­ლო­ნი­ა­ში და­წე­რა.

ლევან გოთუას ნაწარმოებების უმეტესი ნაწილი ისტორიულ თემაზეა, ის ასევე წერდა ბავშვებისთვის, თანამშრომლობდა თეატრთან და არაერთი დრამის ავტორიც არის და ასევე მთამსვლელიც, რომელმაც მრავალი მწვერვალი დალაშქრა.

მწერალი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის არმაზში, მისივე სახლი ეზოში დაკრძალეს. მოგვიანებით კი ლევან გოთუას ნეშტი სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში გადაასვენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები