Businessinsider: 8 მიზეზი, თუ რატომ არ ღირს ძველი სახლის შეძენა

მსოფლიოში მშენებლობის ტემპი სულ უფრო და უფრო დიდი ნაბიჯებით იზრდება, იცვლება ადამიანთა მოთხოვნები, თუ როგორ სახლში ცხოვრება სურთ მათ და რა დამატებითი კომფორტი უნდა შესთავაზოს მშენებელმა კომპანიამ პოტენციურ მაცხოვრებელს. კონკურენციის პირობებში ხშირად მიწოდება მოთხოვნაზე მაღალია. ეკონომიკური ტერმინებისათვის  გვერდის ავლით რომ ვთქვათ, მსოფლიოში დღეს გაცილებით მეტი უძრავი ქონება იქმნება, ვიდრე ამას კონკრეტული ქალაქები საჭიროებენ. რა თქმა უნდა, მსგავსი ტემპები ლოკალურია და მხოლოდ დიდი ქალაქებისა და განვითარებული მსოფლიოსთვისაა დამახასიათებელი.

ამერიკული გამოცემა businessinider დაინტერესდა, რატომ არ სურთ ადამიანებს განაახლონ საკუთარ მფლობელობაში არსებული შედარებით ძველი სახლები და რატომ ირჩევენ ისინი რემონტის ნაცვლად, თუნდაც გაცილებით მცირე ფართის მქონე, ახალ სახლში გადასვლას. 

ამის გასარკვევად გამოცემამ უძრავი ქონების აგენტები გამოკითხა. მათ ინტერვიუებზე დაყრდნობით კი შეეცადა, დაედგინა, რა მთავარ შეცდომებს უშვებდნენ ადრე სახლის დაგეგმარებისას და რატომ შეიძლება ახალი ნაგებობა, კომფორტულთან ერთად, გაცილებით ბიუჯეტურიც იყოს. 

living room house home decor

1. ძველი სახლების უმრავლესობა გადატვირთულია ტიხრებითა და სხვა არქიტექტორული დეტალებით, რაც საბოლოო ჯამში, ამცირებს საცხოვრებელ ფართს. თანამედროვე მშენებლობის სტანდარტები და ხარისხი საშუალებას იძლევა მაქსიმალურად ნაკლები “დანაკარგით” მიიღოს სახლი მყიდველმა, რადგანაც როცა ბინის ღირებულება საერთო ფართით დაიანგარიშება, მყიდველი გაცილებით მეტი ტერიტორიის ღირებულებას იხდის, ვიდრე მას დასრულებული სახით ბარდება. სწორედ ამას ასახელებენ ბროკერები პირველ მიზეზად – იღებ მაქსიმალურად მეტს იმავე ფასში.

organized home

2. დეტალები, რომელიც ძველი სახლი ნაწილია, თუმცა არაა გათვლილი მომავალი პატრონისათვის. ალბათ, სულაც არაა უცნაური, რომ ადამიანები მშენებლობისას სახლებს საკუთარ საჭიროებებსა და გემოვნებას არგებენ და ბევრ ისეთ დეტალსაც ამატებენ, რაც სხვისთვის არა თუ კომფორტის შემქმნელი, პირიქით, ხელისშემშლელიც შეიძლება იყოს – Businessinsider-ის აზრით, ასეთია დიდი აივანი, სტუდიოს ტიპის მისაღები და სამზარეულო ან თუნდაც ჩაშენებული კარადა.

electrical work home renovation

3. გაყვანილობა და საკომუნიკაციო სისტემები.  

ძველი სახლების მთავარ პრობლემას მივადექით – როგორ წარმოგიდგენიათ შენობა, რომელიც რამდენიმე წელია ექსპლუატაციაშია და მისი გაყვანილობა ახალივით გამოიყურება? – ამერიკელ ბროკერებს ამის წარმოდგენა ძალიან უჭირთ. სახლების უმრავლესობაში გაყვანილობა კედლის შიდა შრეებშია ჩამალული, რაც ორმაგ პრობლემას ქმნის – თუკი თქვენი პრობლემა გაფუჭებულ ჩამრთველს სცილდება და შედარებით ღრმად მიდის, თანხა რემონტისთვისაც უნდა გადადოთ და სადენებთან ერთად, საღებავები და კედლის ქაღალდი დაიმარაგოთ. პრობლემამ რომ მალევე არ იჩინოს თავი, მშენებლები ლიცენზირებულ კომპანიებთან თანამშრომლობას გვირჩევენ.

როგორც ბროკერები ამბობენ, სახლის ყიდვისას ეს ყველაზე პოპულარული კითხვაა და სატრანსპორტო კვანძთან სიახლოვესაც კი უსწრებს “რეიტინგით” – “ბოლოს როდის შეიცვალა სახლში საკომუნიკაციო სისტემები?”

floor installation home remodel

4. სიძველე ყოველთვის მოითხოვს განახლებას, განახლება კი ფინანსურ რესურსთან ერთად, დიდ დროსაც. “თუკი სახლი, რომელიც სულ ახლახან შეიძინეთ, ახალივით გამოიყურება ეს შეიძლება მხოლოდ მაკიაჟი იყოს” – გვაფრთხილებენ ბროკერები. სახლების უმეტესობა გაყიდვამდე ე.წ კოსმეტიკურ რემონტს გადის და არავინ იცის, რა იმალება ლამაზი იატაკის თხელი შრის ქვეშ.

home renovation structural changes

5. ძირითადი სტრუქტურული ცვლილებები ? – ძველი სახლის შეძენისას ეს თითქმის წარმოუდგენელია. არა მარტო მათთვის, ვისაც ახლა სურს სახლის ყიდვა, არამედ მათთვისაც, ვისაც უკვე აქვს საკუთარი სახლი ეს დიდი თავის ტკივილია. განსაკუთრებით ხის კონსტრუქციის შემთხვევაში, რომელიც რამდენიმე წლის  გამოყენების შემდეგ შეცვლას საჭიროებს. როგორც გამოცემა წერს, მსგავსი მომსახურება აშშ-ში ძალიან ძვირია და საშუალოდ 75 000-დან 85 000-მდე  აშშ დოლარს შორის მერყეობს.

6. აუცილებლის არ გამოსწორება და აქცენტი სილამაზეზე – კიდევ ერთი ტრენდი წარსულიდან, რომელმაც ამ დროს აშენებული სახლების სიცოცხლისუნარიანობა შეამცირა. როგორც businessinsider წერს, ძველი სახლის მეპატრონეთა უმრავლესობას ურჩევნია შეიძინოს ახალი სამზარეულო და ამით მოიწონოს თავი, ვიდრე შეაკეთოს სახურავის სულ პატარა მონაკვეთი, რომლიდანაც წყალი ჟონავს. “ისინი ვერ ხვდებიან, რომ პატარა პრობლემას აქვს უნარი, წამებში იქცეს დიდ პრობლემად და მთელ სახლსა და მის ახალ მაკიაჟს – განახლებულ სამზარეულოს საფრთხე შეუქმნას.

ბროკერები გვაფრთხილებენ, სახლის შეძენისას დავსვათ კითხვები ყველაზე მცირე დეტალებზე და არ დაგვაბრმავოს სიახლის ბრწყინვალებამ.

Image title

 

7. ხედვა ვიწრო პერსპექტივიდან – ამ ნაწილში ბროკერები თავად უსვამენ ჟურნალისტს კითხვას – როგორ ჰგონია, რამდენი წელი მოემსახურება  მას ნაგებობა, რომელიც აქამდე უკვე სხვებს ემსახურა 10, 20 ან 30 წლის განმავლობაში – პასუხი მარტივია. შესაძლებელს გამოკლებული 10, 20 ან 30 წელი.

neighbourhood meeting-ის სურათის შედეგი

8. საინტერესოა, რომ ბოლო მიზეზი, რომელიც ცოტათი კომიკურიც კია, აშშ-შიც აქტუალური აღმოჩნდა. “სამეზობლოს სექტა?” – სვამს კითხვას ბროკერი –  “რა ურჩევნიათ ადამიანებს, შექმნან ახალი გაერთიანება, თავად შეიმუშავონ სამეზობლოს წესები და მიიღონ მონაწილეობა ყველაფრის ფორმირებაში, თუ უკვე დამკვიდრებული წესების კლანჭებში აღმოჩნდნენ და მოუწიოთ დამატებით გარჯა ძველ საზოგადოებაში ახალი წევრის ადგილის დასამკვიდრებლად?”

მიუხედავად იმისა, რომ გამოცემის ყველა მიზეზი საგულისხმოა და სიმართლისაგან შორსაც არ უნდა იყოს, საქართველოს კვლევის შემთხვევში მათი რიცხვი, ალბათ,  გაიზრდებოდა. გასულ საუკუნეში აშენებული სახლების იერ-სახე კი, შესაძლებელია, სტატიის მთავარ ნაწილადაც ქცეულიყო.

 

რუბრიკის მხარდამჭერია "მეტი დეველოპმენტი"კომპანიარომელსაც ემიგრანტები ენდობიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები