მიხაი ზიჩის სახელობის კონკურსი ილუსტრატორებისთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, უნგრეთის საელჩო საქართველოში განაგრძობს მიხაი ზიჩის სახელობის კონკურსს ილუსტრატორებისთვის, რომელიც თემატურად სულხან – საბა ორბელიანის იგავ – არაკებს ,,სიბრძნე სიცრუისა“ უკავშირდება.

კონკურსი უნგრელი ხელოვანის, მიხაი ზიჩის შემოქმედებას ეძღვნება და მისი მიზანია უნგრული და ქართული თანამედროვე ხელოვნების სფეროში მოღვაწე ახალგაზრდების წახალისება, მათი შემოქმედებითი კავშირების განვითარება, ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება.

მიხაი ზიჩის სახელი მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოსთან. იგი არის ,,ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციების ავტორი. მხატვრის ნამუშევრები საქართველოს მუზეუმებშია დაცული.

კონკურსი ოფიციალურად 2020 წლის 1 იანვარს დაიწყო და 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო კონკურსში გამარჯვებული  აპრილში გამოვლინდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები