ინგლისური ენის საერთაშორისო უფასო კურსები
Practically Speaking English უკვე საქართველოშია და ქართველ ახალგაზრდებს თავიანთი ინგლისური ენის უნარ – ჩვევების გასაღრმავებლად ეპატიჟება.
9 მარტიდან 13 მარტის ჩათვლით კურსებს გაუძღვებიან ამერიკიდან ჩამოსული მოხალისე პროფესორები. ლექციები ჩატარდება ეფექტური და აპრობირებული მეთოდების გამოყენებით.
Practically Speaking English გთავაზობთ 3 დონის კურსს:
დამწყები, საშუალო და მაღალი დონის კურსს. მსურველებს შეუძლიათ სასურველი სიძლიერის კურსი აირჩიონ და შესაბამისად გაიარონ ყოველდღიური ინტენსიური სწავლების პროგრამა.
რაც მთავარია, კურსები სრულიად უფასოა.
ლექციები ფაბრიკაში ჩატარდება.