ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ფრანგულ კლუბს „ლიონს“ მასპინძლობს

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ფრანგული კლუბის – „ლიონის“ ასაკობრივი გუნდის წევრებს მასპინძლობს.

ფრანგი სპორტსმენების ათდღიანი ვიზიტი იმ პროექტის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ფედერაციამ საფრანგეთის უმაღლესი ლიგის კლუბ „ლიონთან“ ერთად, ჯერ კიდევ შარშან წამოიწყო. 2019 წლის 7-8 ივნისს, ქალაქ ნიმში ჭაბუკ მოჭიდავეთა შორის საფრანგეთის თასის გათამაშება გაიმართა. ამ ტრადიციულ და პრესტიჟულ შეჯიბრებაში გუნდის ლეგიონერების რანგში მონაწილეობა  ნიკა ფესტვენიძემ და ანზორ გოლუბიანმა მიიღეს. ქართველი ჭაბუკები სწორედ „ლიონის“ სახელით გავიდნენ ხალიჩაზე და გუნდს საპრიზო სამეულში მოხვედრაში დაეხმარნენ.

ოქტომბერში, თბილისში მიმდინარე ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატის პარალელურად, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციასა და „ლიონს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის თანახმადაც, ორივე ქვეყნის უმცროსი ასაკობრივი ნაკრებების კანდიდატებს, საშუალება ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ გასვლით შეკრებებსა და შეჯიბრებებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები