სამხედრო მისიებში დაშავებული ქართველი მებრძოლები MCT2020-ის ჩემპიონები გახდნენ

სხვადასხვა სამხედრო მისიაში დაჭრილმა და დაშავებულმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა მჯდომარე ფრენბურთის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვეს. შეჯიბრზე ისინი 12-კაციანი გუნდითა და 4 მწვრთნელით იყვნენ წარმოდგენილი. 

ამის შესახებ ინფორმაციას USMC Wounded Warrior Regiment ავრცელებს. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებებისას დაჭრილ და დაშავებულ მებრძოლებს, რომელბმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღეს, ეხმარება დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რიტმს და სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, წარმატებით რეინტეგრირდნენ სამოქალაქო ცხოვრებაში.

ქართველი სამხედროები ორგანიზაციის ეგიდით გამართულ სხვადასხვა შეჯიბრში ხშირად მონაწილეობენ, მათ შორისაა ბადროს ყტორცნა, ბირთვის კვრა, ველოსპორტი, გოლფი და მძლეოსნობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები