“Tastes of Georgia” – ქართულ-ნორვეგიული ღონისძიება ბერგენში გაიმართა
5 მარტს საქართველოს საპატიო კონსულმა ნორვეგიის ქალაქ ბერგენში უმასპინძლა ღონისძიებას “Tastes of Georgia”, სადაც ქართულ-ნორვეგიული სავაჭრო პალატის, ტურისტული კომპანიებისა და ავიაკომპანიების წარმომადგენლებმა შეკრებილ საზოგადოებას საქართველო თავიანთი სფეროების შესაბამისად გააცნეს ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებისა და ურთიერთთანამშრომლობის პოტენციალის შესახებ. პრეზენტაცია გახსნა საქართველოს ელჩმა, მაია ყიფშიძემ გახსნა.
საღამოს დასასრულს ქართულ-ნორვეგიული ტრიოს, “გიორგის” წევრმა, სვენ ვაგემ დამსწრეებისათვის ქართული ფოლკლორული სიმღერებიც შეასრულა.