კალიფორნიაში, „საზღვაო ქვეითთა კორპუსის თამაშებში“ კაპრალმა თემურ დადიანმა ოქროს მედალი მოიპოვა

კალიფორნიაში მიმდინარე „საზღვაო ქვეითთა კორპუსის თამაშებში“ ქართველმა დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა წარმატებებს მიაღწიეს. კაპრალმა თემურ დადიანმა ძალოსნობაში, კერძოდ კი შტანგის აზიდვაში (115კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. პარაფრენბურთის გუნდმა კი ოთხი მატჩი გამართა და ნახევარფინალში გავიდა.

კალიფორნიაში მიმდინარე „საზღვაო ქვეითთა კორპუსის თამაშებში“  სხვადასხვა ქვეყნის 300 დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურესთან ერთად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 16 კაციანი გუნდი იღებს მონაწილეობას.

ქართველი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები პარასპორტის 8 სახეობაში (პარაფრენბურთი, სროლა პნევმატური იარაღიდან, მშვილდოსნობა, ცურვა, ნიჩბოსნობა ტრენაჟორზე, მძლეოსნობა, ველოსპორტი, ძალოსნობა) მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები