როგორ იქცა მიხეილის მცირე ხიდი მშრალ ხიდად

მშრალი ხიდი (ყოფილი მიხეილის მცირე ხიდი), 1849-51 წლებში აგებული ხიდია, რომლის პროექტის ავტორი და მთავარი მშენებელი ჯოვანი სკუდიერი იყო. მისი დაღუპვის შემდეგ კი მშენებლობა ინჟინერმა ბლიკსმა დაასრულა.

ეს ხიდი ალექსანდრეს ბაღის მიდამოებს მადათოვის (ორბელიანების) კუნძულთან აკავშირებდა. მიხეილის დიდი ხიდით კი (ახლანდელი. ჩუღურეთის ხიდი) გზა კუკიაზე გადადიოდა. ხიდის ქვეშ მიედინებოდა მტკვრის მარჯვენა ტოტი, რომელიც XX საუკუნის 30-იან წლებში ამოაშრეს და სამანქანო გზა გაიყვანეს.

ტოტის დაშრობის გამო კუნძული გაქრა, ხიდი კი შემორჩა და მას “მშრალი ხიდი” დაერქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.