ახალი ამბები ჩემი უფლებები

რა შეზღუდვები წესდება საქართველოს საზღვრის კვეთისას კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად სახელმწიფო საზღვრის კვეთისას გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს. მკაცრი შეზღუდვები მხოლოდ ე.წ მაღალი რისკის ჯგუფში მყოფი ქვეყნებიდან დაბრუნებულ პირებს შეეხებათ. 

კერძოდ, სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, გადაუდებელი აუცილებლობის არ არსებობის შემთხვევაში, თავი შეიკავონ მოგზაურობისგან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში, კერძოდ ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იტალიასა და  ირანში.

ზემოთხსენებულ ქვეყნებში მოგზაურობის შემთხვევაში, ან ზემოთხსენებულ ქვეყნებში ტრანზიტად ყოფნის შემთხვევაში, საქართველოს დაბრუნებისას, მოქალაქეები ვალდებული არიან სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაექვემდებარონ დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ გაიარონ 14 დღიანი საკარანტინო პროცედურა.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც მიმდინარე პერიოდში მოგზაურობენ საქართველოში, საგარეო საქმეთა  სამინისტრო ასევე უწესებს გარკვეულ შეზღუდვებს – საქართველოში ჩამომსვლელი პირები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ან მოემგზავრებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების (ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იტალია, ირანი) გავლით, ექვემდებარებიან ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი არიან გაიარონ 14 დღიანი საკარანტინო პროცედურა;

ან უნდა წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) PCR მეთოდით შემოწმების ცნობა, რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში ამ სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.

სხვა სიახლეები

საქართველო ბელგრადის “საერთაშორისო ეთნოლოგიურ ფესტივალზე” საპატიო სტუმარი იქნება

Editor

ანსამბლი “ბასიანი” ფეისბუქლაივით კონცერტს გამართავს

Editor

ლეგენდარული ქართველი მოცურავე შვეიცარიაში იასპარეზებს 

Editor

გოჩა გაიოსის იშვიათი სინთეზური გამოცემები წიგნის მუზეუმს გადაეცემა

Editor

მედიაჰოლდინგი „კვირა“ ყველა დამწყებ მეწარმეს 6 თვის განმავლობაში რეკლამის უფასოდ განთავსებას სთავაზობს

Editor

იოსებ ნანობაშვილი თესალონიკში ქართულ დიასპორას შეხვდა

Editor