ნიუ – იორკში ღვინის გამოფენა ‘’VINEXPO 2020’’ გაიმართა
ნიუ – იორკში, Javits Center- ში, ფარტომასშტაბიანი ღვინის და ალკოჰოლური სასმელების გამოფენა ‘’VINEXPO 2020’’ გაიმართა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ღონისძიებაზე წარდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები: ‘’თბილღვინო“, ‘’მეღვინეობა ხარება, ‘’მარნისკარი’’, ‘’ასკანელი ძმები’’, ‘’თელიანი ველი’’, შპს ‘’ალაზანი“, ‘’მეღვინეობა ჩელთი’’ და ა. შ.
ქართული ღვინის წარდგენა აშშ-ში უმნიშვნელოვანესია, რადგან აშშ წარმოადგენს ღვინის საექსპორტო ერთ – ერთ მნიშვნელოვან ბაზარს. ამგვარად ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ აშშ- ში განხორციელებული აქტივობები, მიზნად ისახავს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას.