ბატკანძერი საქართველოდან

ბატკანძერი, ეს ოქროსფრად შეფერილი, ულამაზესი გულმკერდით გამორჩეული მტაცებელი ფრინველი, შევარდნისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. ის ძირითადად ტყეებში, მთებსა და უდაბნოებში ბინადრობს.

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე გვხვდება ლაგოდეხში, თუშეთში, ფშავ-ხევსურეთში, ყაზბეგსა და ჯავახეთში.

მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა ველურ ბუნებაში 20 წლამდე აღწევს, ხოლო ტყვეობაში 40-45 წლამდე ცოცხლობს.

მას შეუძლია დაუღალავად იფრინოს ზღვის დონიდან 300-4500 მეტრის სიმაღლემდე.

ზრდასრული ბატკანძერი 7 კილომდე იწონის; სიგრძე საშუალოდ 1.25 მეტრია, ფრთების შლილი კი 2.31 მეტრიდან 2.83 მეტრამდე აღწევს.

წყარო: ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები.

📷 ნიკა ქერდიყოშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.