მექსიკის უნივერსიტეტში საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალსა და რეფორმებს ეცნობიან
მექსიკაში, იდალგოს უნივერსიტეტში, გაიმართა საქართველოს ელჩის, ზურაბ ერისთავის კონფერენცია, რომელიც საქართველოს ეკონომიკური პოტენციალსა და წარმატებულ რეფორმებს შეეხებოდა.
მოხსენების ფარგლებში, ელჩმა უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის, ქვეყანაში განხორციელებული წარმატებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და ისაუბრა საქართველოს როლზე რეგიონის განვითარებაში.
ასევე, განხილულ იქნა იდალგოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს პროფილურ უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები.