ქართული კულტურის კერა “ლაზი” საფრანგეთში “მსოფლიო კულტურის დღეებში” მონაწილეობდა 

ქართული კულტურის კერა “ლაზი” პარიზის რეგიონში, ქალაქ გრენც არმენვილიეში გამართულ “მსოფლიო კულტურის დღეებში” მონაწილეობდა. ამავე ღონისძიებაზე ქალაქის მერმა საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი, გოჩა ჯავახიშვილი მიიწვია.  

ლაზის” ორგანიზებით მოეწყო ორდღიანი გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი ნივთები და ნახატები.  ღონისძიების მეორე ნაწილი კი “ლაზის” მოცეკვავეთა და მომღერალთა გუნდის სოლო-კონცერტს დაეთმო.

,,მსოფლიო კულტურის დღეები” ქალაქ გრეც-არმენვილიეს მერიისა და  კულტურის ასოციაცია S.H.A.F.-ის ორგანიზებით იმართებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.