საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია “The World’s 50 Best Restaurants” -ის პროექტს უმასპინძლებს

პირველად საქართველოში USAID/Georgia -ს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია The World’s 50 Best Restaurants -ის პროექტს “50 Best Explores Georgia” უმასპინძლებს .

პროექტის ფარგლებში, 2 თვის მანძილზე საქართველოში ჩამოვლენ მსოფლიოში აღიარებული შეფები და სომელიეები, რომლებიც ქართველ წარმომადგენლებთან ერთად იმოგზაურებენ ქვეყნის 8 რეგიონში  და ადგილობრივ სამზარეულოს, უძველეს ტრადიციებისა და ღირშესანიშნაობებს გაეცნობიან

პროექტის – “50 Best Explores Georgia” მიზანია ქვეყნის გასტრონომიული კულინარიის მრავალფეროვნებისა და ხარისხის პოპულარიზაცია, რაც თავის მხრივ გავლენას იქონიებს ქვეყნის ტურიზმის განვითარებაზე. პროგრამა თანამშრომლობს საჯარო და კერძო სექტორთან, როგორიც არის საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია, რათა ხელი შეუწყოს ქვეყანაში ახალი ინვესტიციებისა მოზიდვასა და შემოსავლების გაზრდას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.