5 მარტს ვოკალური მუსიკის კონცერტი გაიმართება

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება,  ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი, 5 მარტს, 17:00 საათზე, გიწვევთ ვოკალისტთა გუნდის კონცერტზე, რომელიც
ეძღვნება ზაქარია ფალიაშვილის ძმისშვილსა და მის ერთადერთ მემკვიდრეს, მომღერალ იულია ფალიაშვილის ხსოვნას.

მონაწილეები შეასრულებენ ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს.

კონცერტი საერთაშორისო ფესტივალ „ბელკანტოს“ ფარგლებში გაიმართება.
ფესტივალ „ბელკანტოს“ დამფუძნებელია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი თამარ ლობჟანიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.