ლეგენდარული ქართველი მოცურავე შვეიცარიაში იასპარეზებს 

ჰენრი კუპრაშვილი მსოფლიო სრუტეთა ახალი, უნიკალური კოლხური წესით გადაცურვის ფუძემდებელი, რომელსაც CNN-მა ადამიანი-დელფინი უწოდა, ხოლო მსოფლიო მასმედიამ დარდანელის გმირი და წყლის პრომეთე შეარქვა ზედიზედ მეორედ ოფიციალურად მიიწვიეს ოუშენმენის (Oceanman) მსოფლიო ჩემპიონატის შვეიცარიის ეტაპზე საასპარეზოდ.

ღია წყალზე მოცურავე მსოფლიო გრანდებთან ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი 16 აგვისტოს „მასტერს 70+“ ასაკობრივ კატეგორიაში იცურავებს. შეჯიბრება ალპებში უდიდეს, ჟენევის (ლემანის) ტბაში (შვეიცარია, საფრანგეთი) გაიმართება.

ჰენრი კუპრაშვილი პირველი ქართველი მოცურავეა, ვინც პრესტიჟულ ასპარეზობაში მიიღებს მონაწილეობას.

შარშან თავის ასაკობრივ კატეგორიაში მან პირველი ადგილი დაიკავა.

წყარო: ინფონიუსი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები