ვებგვერდ Eurovision.tv-ზე თორნიკე ყიფიანის სიმღერის “Take Me As I Am” ვიდეო დაიდო

ევროვიზიის სიმღერის 65-ე კონკურსი 12, 14 და 16 მაისს როტერდამში  გაიმართება. საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე მაყურებლის წინაშე 14 მაისს წარდგება.

თორნიკე ყიფიანი თავადაა სიმღერისა და ტექსტის ავტორი, სიმღერის არანჟირებაზე თორნიკესთან ერთად ალეკო ბერძენიშვილმა იმუშავა.

სიმღერის Take Me As I Am (მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ) თიზერი გუშინ გავრცელდა, ახლა კი ვებგვერდ Eurovision.tv-ზე სიმღერის ვიდეოც დაიდო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები