ჯავშანმანქანა „დიდგორი მეომარი“ ექსპორტზე გავა
ახალი ქართული ჯავშანმანქანა „დიდგორი მეომარი“ ექსპორტზე გავა. სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასა“ და ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ ქვეყანას შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.
რამდენიმე ათეული მილიონის ღირებულების 120 მმ ნაღმმტყორცნის მოდულით აღჭურვილი „დიდგორი მეომარი“ ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ ქვეყანაში შეიარაღებულ ძალებს მიეწოდება.
ჯავშანმანქანა 2018 წელს “დელტას” სპეციალისტებმა დაამზადეს. მისი პირველი საჯარო ჩვენება საერთაშორისო სამხედრო გამოფენა IDEX 2019-ზე გაიმართა.
წყარო: მარკეტერი