საქართველოს საელჩომ იაპონიაში ქართველ სუმოისტს და წამყვან ტურისტულ კომპანიებს უმასპინძლა
იაპონიაში საქართველოს საელჩოს ცნობილი ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი და წამყვანი ტურისტული კომპანიის, ქლაბტურიზმის წარმომადგენლები ეწვიენ. საუბარი შეეხო საელჩოს, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებსა და ტოჩინოშინს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებს, რათა იაპონურმა საზოგადოებამ უკეთ გაიცნოს საქართველოს ტურისტული პოტენციალი.