ულტრამინიმალისტურიდან პომპეზურამდე – თანამედროვე ონკანების ახალი ტრენდები 

არ აქვს მნიშვნელობა, მთელ სახლს არემონტებთ თუ მხოლოდ აბაზანის ან სამზარეულოს განახლება გსურთ, ახალი ონკანი შეიძლება სრულიად განსხვავებული სტილის ინსპირაციად გექცეთ და თქვენი ხედვა ინტერიერის დიზაინზე 180 გრადუსით შემოატრიალოს. 

თქვენს ონკანს შეუძლია იცვალოს ფერები გარემოს ტემპერატურის შესაბამისად?

თანამედროვე სარემონტო და სამშენებლო მასალები უამრავ სიახლეს სთავაზობენ მომხმარებლებს. მათი ნაწილი უბრალოდ ლამაზი ან განსხვავებულია, ზოგი ძალზედ ეპატაჟური, თუმცა საკომუნიკაციო გაყვანილობის ის ნაწილები, რომლებსაც ახლა გიჩვენებთ, ამ ყველაფერთან ერთად, საკუთარ თავში პრაგმატულ მიზნებსაც აერთიანებენ და ძალზედ პრაქტიკულები არიან.  

განსაკუთრებით საინტერესოდ ე.წ ლედ განათების მქონე ონკანები ითვლება. ლედ ნათურები, ერთი მხრივ, სივრცის განათებას ემსახურებიან, ხოლო მეორე მხრივ, ქმნიან განსაკუთრებულად ინტიმურ გარემოს ან შემოაქვთ მეტი მხიარულება თქვენს ინტერიერში.  

არც სამზარეულო უნდა დავივიწყოთ – მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაზე პრაქტიკული სივრცე უნდა იყოს მთელ სახლში, შეგიძლიათ, თქვენი ხასიათი და გემოვნება აქაც თამამად გამოავლინოთ. 

ონკანები ულტრამინიმალისტურიდან ძალზედ პომპეზურ დიზაინამდე home-designing- მა შეკრიბა. თითოეული მათგანი ნამდვილად არსებობს და სხვადასხვა ონლაინ-მაღაზიაში მათი ყიდვა ჩვეულებრივაა შესაძლებელი. ფასები კი 20-დან 2700 დოლარამდე მერყეობს. 

რუბრიკის მხარდამჭერია "მეტი დეველოპმენტი"კომპანიარომელსაც ემიგრანტები ენდობიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები