3 მარტს სანდრო გეგეჭკორი საფორტეპიანო კონცერტს გამართავს
3 მარტს, დედის დღეს და ფონდ “იავნანას” დაბადების დღეს პაატა ბურჭულაძის სალონში სოლო კონცერტს გამართავს აღიარებული პიანისტი სანდრო გეგეჭკორი. პროგრამაშია ბახის, ბეთჰოვენის, ლისტის, დე ფალიასა და კარტერის ნაწარმოებები.
სანდრო გეგეჭკორი მრავალი საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის გამარჯვებულია. ის საფორტეპიანო სოლო კონცერტებს მართავს მსოფლიოს ცნობილ დარბაზებში: კონცერტგებაუს სამეფო დარბაზი (ამსტერდამი), კაიზერის დარბაზი (ვენა), ნანჯინგის საკონცერტო დარბაზი (ნანჯინგი) და სხვა.