2 მარტს რიშელ როჯერსის ვორქშოფი გაიმართება

2 მარტს, 09.30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ციფრული მედიისა და “სთორითელინგის” ტრენერებისთვის რიშელ როჯერსის ვორქშოფი გაიმართება.

რიშელ როჯერსი, ლოიოლას უნივერსიტეტში (ჩიკაგო) ციფრული მედიისა და “სთორითელინგის” (ამბავთთხრობის) სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელია.

ვორქშოფი პროფესორ – მასწავლებლებისთვის,  საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ მხარდაჭერილი მედიაგანათლების პროგრამის ფარგლებში, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარდება.

ვორკშოფის სამუშაო გეგმის შესაბამისად, დაგეგმილია საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების მცირე ჯგუფებში ჩატარება. გათვალისწინებულია ინტენსიური პრაქტიკული სემინარი ციფრული მედიისა და “სთორითელინგის” პედაგოგებისთვის, რომლის მიზანია სასწავლო გეგმების განახლება, ახალი სასწავლო გეგმების შემუშავება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები