ლიეტუვაში ქართული საღამო გაიმართა
27 თებერვალს, ლიეტუვის საელჩოს ორგანიზებით, ქალაქ კაუნასში არსებულ „ქართული ხელოვნებისა და სურნელის სახლში“ ქართული კულტურის საღამო გაიმართა.
ღონისძიებას ლიეტუვის სეიმის ვიცე-სპიკერი, კაუნასის კულტურის, განათლებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ქართველი სტუდენტები და დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში გაიხსნა ფოტოგამოფენა, სახელწოდებით – „შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი“. საელჩოს მიერ წარდგენილი იქნა პრეზენტაცია ქართული კულტურისა და ლიტერატურის შესახებ. ასევე, უჩვენებს საქართველოს ტურისტული ღირსშესანიშნაობების შესახებ მომზადებული ვიდეო-რგოლი.
ღონისძიების დასასრულს ქართული ღვინისა და სამზარეულოს დეგუსტაცია გაიმართა.