ვინ იყო აშშ-ის არმიის ქართველი გენერალი, რომელსაც ბირთვული იარაღის ღილაკი ებარა
ჯონ-მალხაზ შალიკაშვილი – ქართული წარმოშობის ამერიკელი გენერალი, ვიეტნამის ომის ვეტერანი, ნატოს შეიარაღებული ძალების მეთაური, ამერიკის შეიარაღებული ძალების თავმჯდომარე 1993-1997 წლებში და ბირთვული ღილაკის ერთ-ერთი პატრონია (ამერიკის პრეზიდენტსა და თავდაცვის მინისტრთან ერთად).
მისი ძმა ოთარ -ი ოსებ შალიკაშვილი, ასევე სამხედრო, მეთაურობდა ამერიკის 506-ე საჰაერო-სადესანტო ქვედანაყოფს, ამერიკის არმიის სპეციალური სამსახურების მეათე ჯგუფს, 2001 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს სამხედრო კონსულტანტი საქართველოს საკითხებში.
მათი მამა, დიმიტრი შალიკაშვილი, გახლდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ვიცე-პოლკოვნიკი და მომავალში ქართული ლეგიონის ოფიცერი.
როგორც ამბობენ, ბევრჯერ შესთავაზეს ჯონ შალიკაშვილს გვარი “შალიზე” შეემოკლებინა, რომ მისი წარმოთქმა მარტივი გამხდარიყო ამერიკელებისთვის. თვით ბილ კლინტონმაც კი სთხოვა, მაგრამ ყველამ მტკიცე უარი მიიღო და სამუშაოს უფრო გამოეთხოვებოდა, ვიდრე ერთ ასოს მაინც შეცვლიდა საკუთარ გვარში.
როდესაც ჯონი პატარა იყო და ჯერ კიდევ პოლონეთში ცხოვრობდა, მათ ოჯახს თავადური გვარის ვინმე ანდრონიკაშვილი ესტუმრა, რომელსაც, როგორც გაირკვა, გვარი რუსულ “ანდრონიკოვზე” შეეცვალა. ჯონის მამამ, დიმიტრი შალიკაშვილმა, სტუმარი კინწისკვრით გააგდო, შენ რა ქართველი ხარ, მამის გვარი ვერ შეგინარჩუნებიაო. ეს მუდამ ახსოვდა ჯონს.