აშშ-ში ნანა ჯენალიძის ფილმი, “გალობის რაინდები” უჩვენეს
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩომ ყოველთვიური კინოჩვენების ფარგლებში, ნანა ჯანელიძის დოკუმენტური ფილმის, “გალობის რაინდების“ ჩვენებას უმასპინძლა.
ფილმი ეკრანებზე 2010 წელს გამოვიდა. საქართველოში ავტოკეფალიის დაკარგვის შემდეგ, 60 წლის მანძილზე ეკლესიებში წირვა-ლოცვა რუსულად სრულდებოდა, ასევე აიკრძალა ქართული საგალობლები. ფილმი სწორედ ამ საგალობლების შექმნის და შემდეგ მათი გადარჩენის რთულ გზაზე გვიამბობს.
საელჩოს მრჩეველმა, სოფიო გეგეჭკორმა სტუმრებს საქართველოს პოლიფონიური მუსიკის საგანძურთან ერთად, 1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შესახებ ტრაგიკული ისტორიაც გააცნო.
საელჩოს კინოჩვენების პროგრამა საქართველოს ეროვნულ კინოცენტრთან პარტნიორობით იმართება.