”Mundus Vini”- ზე „მეღვინეობა ხარებას“ საფერავი პრემიუმი ოქროს მედლით დაჯილდოვდა

გერმანიაში, ”Mundus Vini”- ს რიგით 26- ე ღვინის საერთაშორისო კონკურსზე, „მეღვინეობა ხარებას“ საფერავი პრემიუმი (2014) ოქროს მედლით დაჯილდოვდა. ჯილდოს გარეშე არ დარჩენილა მუკუზანიც (2016), რომელმაც ღვინის ექსპერტებისგან ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

”Mundus Vini”  მსოფლიოში ღვინის ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსია, სადაც ამ ეტაპზე მსოფლიოს მასშტაბით 7500- მდე ღვინო იყო წარმოდგენილი. მათ შესაფასებლად 54 ქვეყნიდან 268 ღვინის ექსპერტი მუშაობდა ჟიურის რანგში, რომლებმაც 6 დღის განმავლობაში წარმოუდგენელად დიდი სამუშაო გასწიეს და მსოფლიოს 2020 წლის საუკეთესო ღვინოები გამოავლინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები