“ქართველი დიპლომატები ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად”

დიპლომატთა მეუღლეების ორგანიზებით 2020 წლის 3 მარტს გაიმართება საქველმოქმედო ღონისძიება – „ქართველი დიპლომატები ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად“, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი ნამუშევრები, წიგნები, სხვადასხვა ნივთები და სუვენირები.

ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება დიმიტრი ცინცაძის საქველმოქმედო ფონდში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად.

ღონისძიების მხარდამჭერები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი და დიმიტრი ცინცაძის ფონდი არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები