CNN- ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია გრძელდება
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით CNN – ის ერთ – ერთ ონლაინ პლატფორმაზე ‘’Great Big Story’’ ქართული მეღვინეობის, ღვინის წარმოების უნიკალური მეთოდის, ახალგაზრდა ქართველი მეღვინის, კახეთის რეგიონისა და კულტურის შესახებ ვიდეორგოლი მომზადდა.
უახლოეს მომავალში CNN საქართველოს შესახებ ონლაინ პლატფორმაზე ‘’Great Big Story’’ კიდევ ერთ ვიდეორგოლს განათავსებს, რომელიც მარტვილის კანიონს და სამეგრელოს უნიკალურ ბუნებას ეხება.
‘’Great Big Story’’ პოპულარული სამოგზაურო ონლაინ პლატფორმაა, რომელსაც მხოლოდ Youtube- ზე 4,7 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, ფეისბუქზე კი გვერდს 5,6 მილიონზე მეტი მოწონება აქვს.
CNN- ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში საქართველოს შესახებ გაშვებული სარეკლამო ვიდეორგოლების დაფარვის ზონა ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებია.