28 თებერვალს ლომერ ახვლედიანის შემოქმედებითი საღამო გაიმართება
28 თებერვალს, პარასკევს, 19:00 სთ- ზე, კინოაკადემიის მცირე კინოდარბაზში, ქართული კინოს კლასიკოსის, საქართველოს სახალხო არტისტის, სრულიად გამორჩეული ხელწერის და დახვეწილი გემოვნების ქართველი კინოოპერატორის, ლ ერ ახვლედიანის საიუბილეო, შემოქმედებითი საღამო გაიმართება.
ნაჩვენები იქნება ბატონი ლომერის გადაღებული ფილმების მიხედვით შექმნილი ახალი ვიდეო რგოლი და ყველასთვის საყვარელი, მოკლემეტრაჟიანი ფილმი – „ქვევრი“(1970წ. რეჟისორი – ირაკლი კვირიკაძე).
დასწრება თავისუფალია.