ახალი ამბები დიასპორები საქართველო და ქართველები

მუსტაფა იაქუთის შესახებ დაწერილ წიგნს ქართველ მკითხველს ეროვნულ ბიბლიოთეკაში წარუდგენენ

მწერალმა, რამაზ სურმანიძემ მუსტაფა იაქუთის, იგივე გურამ ხიმშიაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ წიგნი შეადგინა. დაინტერესებულ მკითხველ გამოცემის გაცნობა 2 ენაზე – ქართულად და თურქულად შეეძლება. 331-გვერდიანი წიგნი სტამბოლში დაიბეჭდა და გასული წლის დეკემბერში სწორედ ამ ქალაქი შედგა მისი პრეზენტაციაც. 

ქართველ მკითხველს წიგნის გაცნობის შესაძლებლობა 3 მარტიდან მიეცემა – 3 მარტს 17:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში  გამოცემის წარდგენა გაიმართება.

„მე მოგიყევით მისი ცხოვრების საინტერესო ისტორია. მინდოდა, მკითხველისათვის მეჩვენებინა მისი შრომა: გაწეული საქართველო-თურქეთის ხალხებს შორის მეგობრული ხიდის გასადებად; საქართველოდან შორს მცხოვრები თანამოძმეებისათვის ისტორიული სამშობლოსა და მისი კულტურის გასაცნობად; ნამდვილი ინტელიგენტის პასუხისმგებლობით სავსე სურვილი ყველაფრის მოსწრებისა,” – აღნიშნავს 87 წლის რამაზ სურმანიძე წიგნის მთავარი გმირის, მუსტაფა იაქუთის (გურამ ხიმშიაშვილის) შესახებ საუბრისას.

წიგნის პირველ ნაწილში რამას სურმანიძე ვრცლად მოგვითხრობს მუსტაფა იაქუთის (გურამ ხიმშიაშვილის) ცხოვრების შესახებ, გვესაუბრება მის ნაშრომებზე, წერილებზე; განსაკუთრებით, მის წვლილზე ქართულ ენასა და ლიტერატურასა და თურქულ ლიტერატურას შორის გადებულ ხიდზე; თურქეთში ქართული სათვისტომოების, ფონდისა და მსგავსი კულტურული ორგანიზაციების დაარსებასთან დაკავშირებით მის წვლილზე.

სხვა სიახლეები

“ყველა ემიგრანტის მონატრება ტყემლით და ჩურჩხელით იწყება…”

Editor

ეროვნული ბიბლიოთეკა მკითხველს კიდევ ერთ ახალ გამოცემას სთავაზობს – „ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილი“

Editor

ლელა ჭინჭარაულის და მარიამ ფრიდონიშვილის ერთობლივ გამოფენა – პერფორმანსი

Editor

შტუტგარტში ქართულ დიასპორასთან შეხვედრა გაიმართება

Editor

ინფორმაცია საფრანგეთში მცხოვრები ქართველებისთვის

Editor

აშშ – საქართველოს ერთობლივი სამხედრო მოსამზადებელი წვრთნა ავღანეთში

Editor