ლევან გელბახიანს “ევროპის ამომავალი ვარსკვლავის” ჯილდო გადაეცა

ახალგაზრდა ქართველ მსახიობს ჯილდო ლევან აკინის ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” შესრულებული მთავარი როლისთვის გადაეცა. დაჯილდოვების ცერემონია “ბერლინალე პალასტში”  24 თებერვალს გაიმართა.

“21 წლის ასაკში იგი ფიზიკური ელეგანტურობისა და ფსიქოლოგიური სენსიტიურობის ოსტატია“ – ასე ახასიათებს ჟიური ლევან გელბახიანს. ლევანის სამსახიობო დებიუტი 2019 წელს ლევან აკინის ფილმში შედგა, სახელწოდებით „და ჩვენ ვიცეკვეთ“. პირველმა კინოროლმა ახალგაზრდა მსახიობს დიდი საერთაშორისო აღიარება, არაერთი პრესტიჟული ჯილდო და ნომინაცია მოუტანა.

ბერლინალეს მსვლელობისას ლევან გელბახიანს მის უცხოელ კოლეგებთან ერთად შესაძლებლობა ჰქონდა, პირისპირ შეხვედროდა კასტინგის წამყვან დირექტორებს, პროდიუსერებსა და რეჟისორებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.