ლეშეკ ბალცეროვიჩს თსუ – ს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა
პოლონელ ეკონომისტს, ვარშავის ეკონომიკის სკოლის პროფესორ ლეშეკ ბალცეროვიჩს თსუ – ს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.
საზეიმო ცერემონიის შემდეგ ბალცეროვიჩმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „ინსტიტუციური სისტემები და ცხოვრების ხარისხი“ (The Institutional Systems and the Quality of Life).
ე.წ. „შოკური თერაპიის“ ავტორი ლეშეკ ბალცეროვიჩი მსოფლიოს 20-ზე მეტი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და 100-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორია პოლონეთსა და მის ფარგლებს გარეთ.