23 თებერვალი – იუნკერთა ხსოვნის დღე

23 თებერვალს, საბჭოთა ძალების წინააღმდეგ მებრძოლი და ამ ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნის დღე აღინიშნება.

1921 წლის 11 თებერვალს წითელმა არმიამ საქართველოზე  ხუთი მხრიდან განახორციელა თავდასხმა. ეს იყო ორი ძირითადი შეტევა აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან და სამი დანარჩენი კავკასიონის მთებიდან და შავი ზღვის ნაპირის გასწვრივ.

საქართველომ დამოუკიდებლობის დასაცავად თავდამსხმელებს თითქმის 40 ათასიანი ჯარი დაუპირისპირა,  ჯართან ერთად იბრძოდა სახალხო გვარდია და  მოხალისეები. მძიმე ბრძოლები კოჯრის და ტაბახმელას მისადგომებთან გაიმართა.

18 თებერვალს დაიწყო წითელი არმიის იერიში თბილისზე, ბრძოლებში განსაკუთრებით თავი სამხედრო სასწავლებლის კურსანტებმა – იუნკერებმა გამოიჩინეს. იუნკერების დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაიღუპა, მათ შორის იყო ახალგაზრდა სტუდენტი მარო მაყაშვილი.

ისტორიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე: ” ამ ახალგაზრდებმა ძალიან დიდი საქმე გააკეთეს, წავიდნენ და თავი გასწირეს სამშობლოსთვის. ძალიან ვაჟკაცურად იბრძოდნენ და პირველი დიდი ბრძოლა მოიგეს კიდეც, მაგრამ შემდგომ მოსული დამპყრობლების სიმრავლით და ასევე იარაღითაც ისინი უფრო კარგად იყვნენ აღჭურვილნი, იუნკერები დამარცხდნენ, მათი უდიდესი ნაწილი დაიღუპა ბრძოლის ველზე”.

1921 წლის 24 თებერვალს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ თბილისი დატოვა, 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმია თბილისში შემოვიდა და იმავე დღეს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა.

1991 წლამდე 25 თებერვალი საქართველოში, სამწუხაროდ, საზეიმოდ აღინიშნებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.