ისტორიაში პირველი ქალი მსაჯი საქართველოს სუპერთასზე
საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასზე 2020, სადაც ერთმანეთს ერთმანეთს თბილისის “დინამო” და “საბურთალო” შეხვდებიან, მთავარი არბიტრი გიორგი კიკაჩეიშვილი იქნება. ისტორიაში პირველად კი, მას ასისტენტობას ქალი მსაჯი – ქეთევან გაიპარაშვილი გაუწევს.
თამაში მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება.