“ვა, სოფელო… კახური ქრონიკები”
26 თებერვალს 18:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში ზაირა არსენიშვილის რომანის “ვა, სოფელო… კახური ქრონიკების” შესახებ დისკუსია გაიმართება.
წიგნს მიმოიხილავს მკითხველი, წიგნის დიდი ქომაგი ანა მაისურაძე.
რომანი 1920-1950-იანი წლების საქართველოში ვითარდება. ეს არის ამბები ქალებზე, რომლებიც არიან საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლნი. რომანში შესანიშნავად არის შეხამებული კახური იუმორი და ანტიკური მძიმე ტრაგედია, ქართული, საოცარი სიტყვებით დახუნძლული ეს წიგნი წარუშლელ შთაბეჭდილებებს ტოვებს მკითხველზე.