პროექტი “თსუ პრე – აქსელერატორი” დაიწყო

თსუ – ს ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის ორგანიზებით დაიწყო პროექტი “თსუ პრე – აქსელერატორი”.

პროექტის მიზანია ადგილობრივი ინოვაციუ – ტექნოლოგიური პოტენციალისა და სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერების ხელშეწყობა, რომლის ფარგლებშიც 10 სტრატაპ გუნდისთვის ტრენინგები გაიმართება.

პროგრამის ფარგლებში გუნდები გაივლიან ინტენსიური გადამზადების კურსს, მიიღებენ ერთთვიან მენტორობას ადგილობრივი კერძო კომპანიებისა და ბრიტანელი პარტნიორი ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიის „Change School“- ის დამფუძნებელი Neil Marshall –  გან.

პროექტის მხარდამჭერები არიან ბრიტანეთის საბჭო და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.

ღონისძიება 29 თებერვალს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.