ბათუმის ბოტანიკურ ბაღში კამელიების ყვავილობა დაიწყო

ბათუმის ბოტანიკური ბაღის მცენარეთა კოლექციებს შორის გვარი კამელიის სახეობებს და ჯიშებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. კამელიები ბაღის ტერიტორიაზე სამხრეთ ევროპიდან მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდანაა შემოტანილი.

კამელია მარადმწვანე ბუჩქი ან მცირე ზომის ხეა, მიეკუთვნება ჩაისებრთა ოჯახს. მისი სამშობლო აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებია: იაპონია, ჩინეთი, კორეა. იზრდება ველურად, მთის ფერდობებზე, მდინარისა და ტბის ნაპირებზე, ხეობებში, ბუჩქნარებში და ტყეებში.

ბაღის ტერიტორიაზე კამელიები იზრდება ფიტოგეოგრაფიულ განყოფილებებში, ზედა, ქვედა და ზღვისპირა პარკებში; ასევე ხნოვანი, გამორჩეული ფორმები გვხვდება ეგზოტურ მცენარეთა საკოლექციო ნაკვეთზეც.

2016 წლიდან ბათუმის ბოტანიკური ბაღი კამელიების საერთაშორისო ასოციაციაში გაწევრიანდა.

ამჟამად, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში კამელიის გვარი, 5 სახეობაა: იაპონური კამელია, მთის კამელია, ზეთოვანი კამელია, ბადისებური კამელია და ჩინეთის კამელია. ყველაზე მდიდარი ასორტიმენტით წარმოდგენილია იაპონური კამელია (78 ჯიში).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.