12 რამ, რის გაკეთებაც საქართველოში ერთ დღეში შეგიძლიათ – ავსტრალიელი ჟურნალისტის ბლოგი

ემილი, ყოფილი ჟურნალისტი ავსტრალიიდან, 2019 წლიდან მოგზაურ მწერლად იქცა. 10 თვის განმავლობაში მან მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა მოიარა და შეიძლება ითქვას, მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა. მისი ერთ-ერთი გაჩერება კი კავკასია იყო. 

როგორც ემილი საკუთარ ბლოგში წერს, საქართველოში ყველა გემოვნების ადამიანისათვის მოიძებნება საინტერესო რამ – “ლაშქრობიდან და ველოტურიდან დაწყებული, გამოქვაბულის მონასტრებამდე, ციხეებამდე და ღვინის დეგუსტაციამდე“.

იგი იმ 12 მიზეზსაც ჩამოთვლის, რომელთა გამოც საქართველოს მონახულება არავის უნდა გამორჩეს, თანაც თითოეული ამ აქტივობის შესრულებისა თუ მარშრუტის გასავლელად 24 საათი სრულებით საკმარისია:

1.საქართველოს ისტორიული დედაქალაქი – ერთდღიანი მოგზაურობა თბილისიდან მცხეთაში
2. მთები თბილისის მახლობლად – მოგზაურობა ყაზბეგში 
3. ღვინის ქვეყანა –  მოგზაურობა სიღნაღში 
4. მღვიმის მონასტერი  დავით გარეჯი  
5. სტალინის სამშობლო – მოგზაურობა გორსა და უფლისციხეში 
6. სუფთა ჰაერი და სამკურნალო წყლები – ერთდღიანი მოგზაურობა თბილისიდან ბორჯომსა და ბაკურიანში
7. ციხესიმაგრეები და გამოქვაბულები ქალაქები – მოგზაურობა ახალციხესა და ვარძიაში 
8. მოგზაურობა პანკისის ხეობაში 
9. გამოქვაბულები, კანიონები და ჩანჩქერები –  მოგზაურობა თბილისიდან იმერეთში
10. საბაგირო გზები –  მოგზაურობა თბილისიდან ჭიათურაში
11. ველოსიპედის სათავგადასავლო ტური  – ერთდღიანი მოგზაურობა სოფელ რკონში თბილისიდან
12. პასპორტის კიდევ ერთი ბეჭედი – ერთდღიანი მოგზაურობა თბილისიდან ჩრდილოეთ სომხეთში

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.