“წამი” – ქართული სიტყვის საკრალური მნიშვნელობა
გიფიქრიათ, რომ ძალიან ადრე, მაშინ, როცა ენაში ახალი სიტყვები მკვიდრდებოდა, ადამიანებმა მასში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩადეს და რომ კონკრეტული ქართული სიტყვა, შესაძლოა, მის მნიშვნელობაზე გაცილებით ღრმა შინაარსს შეიცავდეს?
თამარ ასანიშვილის აზრით, ერთ-ერთი ასეთი სიტყვა “წამია”. იგი “ქართული კვირის” მკითხველს სიტყვის გაშიფვრის მისეულ ვერსიასა და არგუმენტებს სთავაზობს, თუ რატომაა ქართული ენა ასეთი განსაკუთრებული.
“წ – არსული
ა – წმყო და
მ – ომავალი
ი – ს არის ერთი, მარადიული
ყოვლის მომცველი,
ყოვლის დამტევი,
სხვა ყველა დროზე უფრო მთავარი,
მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი.
თქვენს ყურადღებას ვამახვილებ კონკრეტულ მინიმაზე, რადგან მიმაჩნია, რომ აღმოჩენა, რომელიც ამ სტროფებშია გაშიფრული, უმნიშვნელოვანესია. ის მიუთითებს, რომ სიტყვა „წამი“ სრულიად გააზრებულად შექმნეს ჩვენმა შორეულმა წინაპრებმა, რომლებიც არა მხოლოდ შესანიშნავი ენათმეცნიერები, ასტროლოგები, არამედ უდიდესი ფილოსოფოსებიც იყვნენ. ცხადია, ეს არ არის შემთხვევით, პირველყოფილი ადამიანების ამოძახილებით მიღებული სიტყვა. ეს არის სიტყვა, რომელიც უდიდესი ცივილიზაციის, უდიდესი ცოდნის მატარებელმა ერმა შექმნა. შექმნა იმ უძველეს დროში, რომლის ჰორიზონტებსაც ჩვენი XXI საუკუნის თვალსაწიერიდან ჯერ კიდევ, ვერ წვდება გონების თვალი. სიტყვა „წამი“, ე.ი. ის, რაც თავის თავში იტევს ყველა დროს – წარსულს, მომავალს და აწმყოს.
სიტყვის ჰემატრია მასში შემავალი ასოების რიცხვითი მნიშვნელობების ჯამს ეწოდება, როგორც წესი, ერთნაირი ჰემატრიული მნიშვნელობის მქონე სიტყვებს შორის ვლინდება დაფარული სიმბოლური, აზრობრივი კავშირები. მოვიშველიოთ ქართული მარტივი ჰემატრია და სიტყვა „წამი“ გამოვხატოთ ჰემატრიულად ე.ი. ასოები ჩავანაცვლოთ იბერიულ-ქართული ბიბლიური ანბანის ასომთავრულის მიხედვით, მათი რიგითი ნომრებით წ – ა – მ = 31 + 1 + 13
რას მივიღებთ? დასტურს, იმისა რომ პირველი და უმნიშვნელოვანესი არის 1 – ა აწმყო. ის არის მოქცეული წარსულსა და მომავალს შორის, რაც აბსოლუტურად შეესაბამება დროს და კალენდარს, მოკლედ თავის ადგილზე დგას. 31–წ (წარსული) და მისი ზუსტი ანარეკლი 13–მ (მომავალი).
მივიღეთ ფილოსოფიურად აბსოლუტურად გამართული შედეგი, მომავალი წარსულის ანარეკლია, ისევე როგორც 31 – ის ანარეკლია 13, ანუ „რასაც დასთეს, იმას მოიმკი“. გარდა ამისა, წარსულში დევს აწმყო ე.ი 31–ში არის– 1 და მომავალშიც დევს აწმყო 13–შიც არის– 1. ნათლად ჩანს, რომ ამ ერთ პატარა სიტყვაში ჩვენმა წინაპარმა უდიდესი ფილოსოფიური აზრი ჩადეს. გარდა ყოველივე ზემოთ თქმულისა, სიტყვა წამის ჰემატრიული ჯამი 31+1+13=3+1+1+1+3=9 იძლევა ცხრას. ცხრა კი ქართულ კოსმოგონიაში ღვთაებრივი ციფრია, ყველა ციფრზე უფრო აღმატებული და მნიშვნელოვანი.
უდავოა, რომ „წამ“–ი სიტყვა-კომპოზიტია, გააზრებულად ხელოვნურად შექმნილი სიტყვა –გზავნილია. მასში კიდევ ერთი დაშიფრული, დიდი ფილოსოფიური აზრი აღმოვაჩინეთ – როგორც ვხედავთ წ ა – მ ი შედგება ორი მარცვლისაგან, ახლა ამ მარცვლებს ადგილები შეუცვალოთ მივიღებთ წ ა – მ ი და მ ი – წ ა ე. ი. მიწა – ჩვენი ხორციელი არსებობის დრო, მხოლოდ წამია მარადისობისა, რაც გვიდასტურებს იმ აზრს, რომ სიცოცხლე, ამ წუთისოფელში მხოლოდ ხანმოკლე სტუმრობაა და რომ ჩვენში ნამდვილად არის მარადისობის (უ ფ ლ ი ს) ელემენტი – უკვდავი.
წამი უძველესი ქართული სიტყვაა, რომელმაც ათასწლეულები გამოიარა, დღემდე უცვლელად მოაღწია და შეინარჩუნა პირვანდელი მნიშვნელობა. გარდა ამისა „წამ“–ში ჩვენი წინაპრების მიერ დატოვებული კოდი – შიფრია, რომელიც ერთ–ერთ გასაღებს წარმოადგენს უდიდესი იბერიულ-ქართული ენის გასაიდუმლოებულ სისტემაში შესაღწევად.”
თამარ ასანიშვილი