საქართველო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ტურიზმის ყველაზე მსხვილ გამოფენაში მონაწილეობს

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში 20-23 თებერვალს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ტურიზმისა და ღვინის ყველაზე მსხვილ გამოფენაში საქართველო პირველად მონაწილეობს.

ღვინის გამოფენაზე წარმოდგენილია შვიდი სახეობის ქართული ღვინო. ქართულმა კუთხემ დამთვალიერებლების დიდი ინტერესი დაიმსახურა.

ტურიზმის გამოფენის ფარგლებში, საქმეთა დროებით რწმუნებულის ოფისი სერბი ტურისტული ოპერატორების, ჟურნალისტებისა და ბლოგერებისთვის საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაციას ჩაატარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები